ავტორიზაცია

ერიკ ბაილი: "ის რაც ხდება მანჩესტერში, არ ხდება ჩელსიში ან სხვა გუნდებში, ეს არასწორია და იმედია, ტენ ჰაგი გამოასწორებს"

ერიკ ბაილი: "ის რაც ხდება მანჩესტერში, არ ხდება ჩელსიში ან სხვა გუნდებში, ეს არასწორია და იმედია, ტენ ჰაგი გამოასწორებს"
თარიღი 06 სექ 2022, 20:38

„მანჩესტერ იუნაიტედიდან“ „მარსელში“ იჯარით გადასული მცველი, ერიკ ბაილი, მიიჩნევს, რომ „წითელ ეშმაკებში“ ინგლისელი ფეხბურთელები პრიორიტეტით სარგებლობენ.

„კლუბი ინგლისელ ფეხბურთელებს უპირატესობას არ უნდა ანიჭებდეს. შანსს ყველა უნდა იღებდეს. საჭიროა, გასახდელში კონკურენცია შეიქმნას და არა კონკრეტულ პირებს პრიორიტეტი ენიჭებოდეთ.

მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ გარკვეული ფეხბურთელები მოედანზე მათი ეროვნების გამო გადიოდნენ.

ასეთი რაღაც არ ხდება „ჩელსიში“ ან პრემიერ ლიგის სხვა დიდ გუნდებში. ვიღაც უბრალოდ როგორც ფაქტს იღებს იმას, რომ აუცილებლად სასტარტოში დაიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ასუსტებს. საბედნიეროდ, ერიკ ტენ ჰაგს ძლიერი ხასიათი აღმოჩნდა. იმედია, ის ამ სიტუაციას შეცვლის.

მე მნიშვნელოვან მატჩებშიც მითამაშია, ზოგში საერთოდ საუკეთესოდაც დავსახელებულვარ. ვფიქრობ, მოწოდების სიმაღლეზე ვიყავი, როცა სათამაშო პრაქტიკას ვიღებდი. უბრალოდ, რეგულარულობა მაკლდა. მგონია, რომ გაცილებით მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებდი.“ - აღნიშნა მცველმა.

იჯარის დასრულების შემდეგ, „მარსელს“ ბაილის გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ შეეძლება.