ავტორიზაცია

დავით ხოჭოლავას გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად დორტმუნდთან განადგურდა

დავით ხოჭოლავას გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში სტუმრად დორტმუნდთან განადგურდა
თარიღი 06 სექ 2022, 22:37

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში დავით ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ სტუმრად დორტმუნდის „ბორუსიასთან“ განადგურა.

შეხვედრა „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

23-ე წუთზე ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა ტორგან აზარმა, რის გამოც მოედანზე ჯოვანი რეინას მოუწია.

35-ე წუთზე ანგარიში მარკო როისმა გახსნა, 42-ზე კი რაფაელ გერეირომ ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და დანიურ გუნდს საქმე მაქსიმალურად გაურთულა.

შესვენების შემდეგ „დორტმუნდის“ დომინაცია მესამე გოლად გადაიქცა, 83-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა წერტილი დასვა. 

ამრიგად, „დორტმუნდმა“ G ჯგუფი გამარჯვებით დაიწყო და მინიმუმ „სიტი“ – „სევილაის“ მატჩამდე ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.