კატასტროფა მადრიდის რეალისთვის - კარიმ ბენზემამ ტრავმა მიიღო
„სელტიკთან“ მიმდინარე მატჩში მადრიდის „რეალს“ ლიდერი და კაპიტანი გამოაკლდა.
პირველი ტაიმის 30-ე წუთზე კარიმ ბენზემამ ტკივილი იგრძნო და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
ფრანგის ნაცვლად მოედანზე ბელგიელი ედენ აზარი გამოჩნდა, კარიმს კი უახლოეს პერიოდში გამოკვლევები ჩაუტარდება, რაც მისი ტრავმის სიმძიმეს დაადგენს.
როგორც Marca წერს, პირველადი შეგრძნების თანახმად, სიტუაცია მძიმედ არის და ბენზემას ტრავმასთან დაკავშირებით კლუბში ნეგატიურად არიან განწყობილნი და შიშობენ, რომ ფრანგს შესაძლოა არაერთი მატჩის გამოტოვება მოუხდეს, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული ინფორმაცია არ არის და ყველაფერი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამ წუთისთვის მეორე ტაიმი ახალი დაწყებულია და ჯერ მატჩში ანგარიში გახსნილი არ არის.