ავტორიზაცია

VIDEO: როდემდე მოუთმენენ ლოპეტეგის? სევილია სიტისთან სახლში უშანსოდ განადგურდა

თარიღი 07 სექ 2022, 00:53

„მანჩესტერ სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგა დამაჯერებლად დაიწყო.

ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში გვარდიოლას გუნდმა „რამონ სანჩეს პისხუანზე“ „სევილია“ 4:0 გაანადგურა.

მატჩში დუბლი ერლინგ ჰოლანდმა გაიფორმა, თითო გოლი კი ფილ ფოდენმა და თამაშის მიწურულს რუბენ დიაშმა გაიტანეს.

ამრიგად, „სიტიმ“ ტიტულისკენ გზა დამაჯერებლად დაიწყო, „სევილია“ კი ლა ლიგის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზეც აგრძელებს დაძირვას.