ავტორიზაცია

VIDEO: მბაპეს ვერაფერი მოუხერხეს - პსჟ-მ იუვენტუსს პარიზში მოუგო

თარიღი 07 სექ 2022, 00:56

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „პსჟ-მ“ საფრანგეთში „იუვენტუსს“ მოუგო.

შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართა და პარიზელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

22-ე წუთისთვის კილიან მბაპეს ჯერ ნეიმარის და შემდეგ ჰაკიმის პასებით დუბლი ჰქონდა გაფორმებული და „პსჟ-სთვის“ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

53-ე წუთზე დონარუმას უხეში შეცდომის გამო მაკკენიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა დარჩენილ დროში მეტი გოლი აღარ გასულა.

პარალელურ შეხვედრაში „ბენფიკამ“ შინ „მაკაბის“ 2:0 მოუგო და პირველი ტურის შემდეგ, ცხრილს სათავეში ჩაუდგა, „პსჟ“ კი მეორეზეა.