ავტორიზაცია

მწვანე შუქი მიღებულია! ჩელსის მთავარი მწვრთნელობის ფავორიტი გამოიკვეთა, შეთანხმება ახლოსაა - ფაბრიციო რომანო

მწვანე შუქი მიღებულია! ჩელსის მთავარი მწვრთნელობის ფავორიტი გამოიკვეთა, შეთანხმება ახლოსაა - ფაბრიციო რომანო
თარიღი 07 სექ 2022, 19:14

ლონდონის „ჩელსი“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნას უახლოვდება.

როგორც სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო იტყობინება, „ჩელსის“ ახალი ხელმძღვანელობისთვის პრიორიტეტული სამიზნე „ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერია. 

ხელმძღვანელობამ ინგლისელ მწვრთნელთან უკვე შეხვედრაც დანიშნა, რომელზეც გუნდის სამომავლო, მრავალწლიანი პროექტი იქნება განხილული. კლუბის მფლობელს, ტოდ ბოელის სურს, რომ პოტერი გუნდში მრავალი წლით დარჩეს.

მას შემდეგ, რაც პოტერთან ყველანაირი საკითხი მოგვარებული იქნება, „ჩელსი“ „ბრაიტონთან“ შეთანხმების მიღწევას და კომპენსაციაზე მოლაპარაკებას შეეცდება. მნიშვნელოვანი ამჟამად ის არის, რომ „ბრაიტონის“ ხელმძღვანელობამ ლონდონელებს პოტერთან მოლაპარაკებების გასამართად მწვანე აუნთო.

თუ პოტერის დანიშვნა არ გამოვიდა, „ჩელსისთვის“ სარეზერვო ვარიანტი მაურისიო პოჩეტინო იქნება, რომელიც მზადაა პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს, თუმცა როგორც აღინიშნა, გრემი აშკარა ფავორიტია.