ავტორიზაცია

"არნოლდს კარიერა დაასრულებინა" - რას წერენ იტალიელები კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩზე?

"არნოლდს კარიერა დაასრულებინა" - რას წერენ იტალიელები კვარაცხელიას ბრწყინვალე მატჩზე?
თარიღი 08 სექ 2022, 02:16

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

ხვიჩა კვარაცხელიამ დიდებული პირველი ტაიმი ჩაატარა და საგოლე გადაცემაც გააკეთა.

იტალიეილ გულშემატკივრები კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშს სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.

"ალექსანდრ-არნოლდს კარიერა დაასრულებინა, კვარა საოცრებებს აკეთებს"

"კვარადონა სახელს ამართლებს, ლივერპულიც ვერ აჩერებს!"

"დაიმახსოვრეთ მისი გვარი. კვარაცხელია ყველა მატჩში გვაოცებს"

"ინსინიეს შემცვლელი? კვარა მასზე ბევრად კარგი ფეხბურთელია"

"კვარაცხელია მარცხენა ფლანგის მეფეა, ვის წინააღმდეგაც არ უნდა ითამაშოს"

"შეუჩერებელი შეტევა გვყავს, ხვიჩა შეუდარებელია"