ავტორიზაცია

კვარაცხელიამ სიმეონეს ოცნება აუსრულა: რატომ აღნიშნა ჯოვანიმ გოლი მსგავს სტილში?

კვარაცხელიამ სიმეონეს ოცნება აუსრულა: რატომ აღნიშნა ჯოვანიმ გოლი მსგავს სტილში?
თარიღი 08 Sep 2022, 13:11

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ნაპოლი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და 4:1 გაანადგურა.

ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ასისტი გააკეთა და ჯოვანი სიმეონეს გაატანინა.

ისე გამოვიდა, რომ კვარაცხელიამ ჯოვანის ბავშვობის ოცნება აუხდინა. არგენტინელმა გოლის დროს თავის ტატუს აკოცა.

საქმე იმაშია, რომ სიმეონემ 13 წლის ასაკში ხელზე ჩემპიონთა ლიგის ტატუ დაიხატა, რის გამოც მშობლები მას ეჩხუბნენ.

იმაზე ასაკში ჯოვანიმ თქვა, რომ ერთ დღეს ის ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ითამაშებდა, ოცნებას აიხდენდა, გოლს გაიტანდა და ამ ტატუს აკოცებდა.

ეს ოცნება კი სიმეონემ, არც მეტი, არც ნაკლები, "ლივერპულის" წინააღმდეგ, კვარაცხელიას ბრწყინვალე საგოლე გადაცემის შემდეგ აიხდინა.

ავტორი: ბაჩო ცალუღელაშვილი