ავტორიზაცია

ოფიციალურად: გრემ პოტერი - ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელია

ოფიციალურად: გრემ პოტერი - ლონდონის ჩელსის ახალი მთავარი მწვრთნელია
თარიღი 08 სექ 2022, 19:35

ლონდონის „ჩელსიმ“ ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნა ოფიციალურად დაადასტურა.

კლუბს დღეიდან „ბრაიტონის“ ინგლისელი თავკაცი გრემ პოტერი გაუძღვება.

„ლონდონის ჩელსი სიამოვნებით გაუწყებთ, რომ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი იქნება, რომელიც პროგრესულ და ინოვაციურ ფეხბურთს მოგვიტანს.“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ბრაიტონის“ აწ უკვე ყოფილმა მწვრთნელმა „ჩელსისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს უკვე უახლოეს შეხვედრაში გაუძღვება.

თავის სამწვრთნელო კარიერაში პოტერს „ოსტერსუნში“ (2011-2018), „სუონსიში“ (2018-2019) და „ბრაიტონში“ აქვს ნამუშევარი. 

ინგლისურ გუნდში, რომელიც მან დღეს დატოვა, პოტერმა 135 მატჩში 42 გამარჯვება მოიპოვა, 46 ფრე ითამაშა და 47-ჯერ დამარცხდა.