ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერ იუნაიტედმა ევროპა ლიგის ახალი სეზონი საშინაო მარცხით დაიწყო

თარიღი 09 სექ 2022, 00:57

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ შინ „რეალ სოსიედადთან“ დამარცხდა.

შეხვედრა „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და ესპანური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ერთადერთი გოლი მატჩის 59-ე წუთზე მენდესმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა და ეს ბასკური გუნდისთვის გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

კრიშტიანუ რონალდუმ მოედანზე 90-ვე წუთი გაატარა, თუმცა თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.