"კვარაცხელიას თამაში რომ ვნახეთ, ეგრევე კალაძეს დავურეკეთ" - ნაპოლის დირექტორი ტრანსფერის დეტალებზე
"ნაპოლის" სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლო ამ გუნდის ქართველ შემტევზე ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"როცა მისი თამაში ვნახეთ, პანდემიის პერიოდი იყო. კვარა უკვე განვითარებული მოთამაშე იყო და ორივე ფეხით თამაში შეეძლო, გატუზოც იქ იყო და მაშინვე კალაძეს დავურეკეთ.
თავიდან რუბინმა მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მოგვთხოვა. ამხელა თანხის გადახდა ვერ გავრისკეთ, მაგრამ კვარას კვლავ ვაკვირდებოდით.
ომის პერიოდში, ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდა და იქ თამაშობდა, რის შენდეგაც მოლაპარაკებები განვაახლეთ და 10 მილიონზე შევთანხდმდით.
მის მიმართ დაინტერესება რომადან, იუვენტუსიდან და სოსიედადიდანაც იყო, თუმცა ჩვენ ყველას დავასწარით", - განაცხადა ნეაპოლელთა დირექტორმა.