ავტორიზაცია

"კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო, უბრალოდ ტირილი მინდოდა"- კილიან მბაპე

"კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი იყო, უბრალოდ ტირილი მინდოდა"- კილიან მბაპე
თარიღი 09 სექ 2022, 13:35

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა კილიან მბაპემ კარიერის ყველაზე დიდ იმედგაცრუებად, ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხი დაასახელა.

2020 წელს გამართულ ფინალში პარიზული გუნდი მიუნჰენის "ბაიერნთან" მინიმალური ანგარიშით (0:1) დამარცხდა.

"ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მომენტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხია. მატჩი მთავრდება, მედალს იღებ და თასს ხედავ, მაგრამ იცი, რომ ეს შენთვის არ არის. უცნაური გრძნობაა, მაგრამ ასეთია ცხოვრება.

სიმართლე რომ ვთქვა, ტირილი მინდოდა, უბრალოდ ტირილი და მარტო დარჩენა მინდოდა. მაგრამ ეს ჩემი ისტორიის ნაწილია. შენ უნდა გახდეთ უკეთესი, რომ დაბრუნდეთ იქ და მოიგო ტიტული“, - განუცხადა მბაპემ The Wall Street Journal-ს