ავტორიზაცია

რატომ ვთქვით უარი რონალდუს ტრანსფერზე? - ბორუსიას დირექტორის კომენტარი

რატომ ვთქვით უარი რონალდუს ტრანსფერზე? - ბორუსიას დირექტორის კომენტარი
თარიღი 09 სექ 2022, 20:25

დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელიმ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე უარის მიზეზი განმარტა.

კრისტიანუ რონალდუს ძალიან  სურდა "ბორუსიაში" გადასვლა. რატომ არ გააფორმეთ მასთან კონტრაქტი?

"ჩვენი შემადგენლობა უკვე საკამოდ კარგია. სხვა ყველაფერი ამ თემაზე უკვე აქამდეც ითქვა. მშვენივრად მესმის, რომ ჩვენი კლუბის წარმომადგენლის ნებისმიერი სიტყვა ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში სიახლეების მიზეზი იქნება. ",- განაცხადა კელიმ.

აქამდე უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბორუსიას" ხელმძღვანელობა 37 წლის პორტუგალიელს ასაკოვან ფეხბურთელად მიიჩნევდა.