ავტორიზაცია

პოტერით მანჩესტერიც ინტერესდებოდა - ცნობილია, რატომ თქვა უარი იუნაიტედმა ინგლისელზე

პოტერით მანჩესტერიც ინტერესდებოდა - ცნობილია, რატომ თქვა უარი იუნაიტედმა ინგლისელზე
თარიღი 09 სექ 2022, 20:36

„მანჩესტერ იუნაიტედი“ გრემ პოტერის დანიშვნას განიხილავდა, რომელმაც გუშინ „ჩელსი“ ოფიციალურად ჩაიბარა.

ეს გასული სეზონის მსვლელობისას მოხდა, როცა „ემიუ“ მწვრთნელს აქტიურად ეძებდა და სანამ აპრილში ერიკ ტენ ჰაგი დაინიშნებოდა.

პოტერი „მანჩესტერის“ პრეტენდენტთა სიაშ იყო, თუმცა მასზე უარი კლუბის ხელმძღვანელობამ ჩემპიონთა ლიგაზე გამოუცდელობის გამო თქვა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის შედეგად „მანჩესტერმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო და წელს ევროპა ლიგაზე ასპარეზობს, სადაც გუშინ ჯგუფური ეტაპი „სოსიედადთან“ მარცხით დაიწყო.

გუშინ, გრემ პოტერმა „ჩელსისთან" 5-წლიანი კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა, მას შემდეგ, რაც ლონდონელებმა ორი დღის წინ თომას ტუხელის გაშვება დაადასტურეს.