ავტორიზაცია

ოფიციალურად: მილანმა სანდრო ტონალის კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასი გაუზარდა

ოფიციალურად: მილანმა სანდრო ტონალის კონტრაქტი გაუხანგრძლივა და ხელფასი გაუზარდა
თარიღი 09 სექ 2022, 22:52

„მილანმა“ იტალიელ ნახევარმცველ სანდრო ტონალის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

22 წლის ფეხბურთელმა იტალიის ჩემპიონთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გააფორმა, ანუ ერთი წლით გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის ანაზღაურება გაიზრდება და ამიერიდან წლიურად 2.8 მილიონი ევრო იქნება.

როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ტონალის გადაბირებით პრემიერ ლიგის გუნდები ინტერესდებოდნდენ, თუმცა მას მხოლოდ „მილანში“ სურდა დარჩენა და სურვილიც აისრულა.

ტონალი „მილანში“ 2020 წელს „ბრეშიადან“ 10 მილიონ ევროდ იჯარით გადავიდა, ერთ წელიწადში კი „როსონერიმ“ კისი კონტრაქტი დამატებით 6.9 მილიონ ევროდ გამოისყიდა.