ბოიკოტი რუსეთთან მატჩს - რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი უარს ამბობს გამოძახებაზე
სულ ცოტა ხნის წინ, ბოსნია ჰერცოგოვინას ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მირალემ პიანიჩმა მიანიშნა, რომ არ სურს, მისი ნაკრები, რუსეთს დაუპირისპირდეს.
N1-ის ცნობით, არაერთი ბოსნია ჰერცოგოვინელი მოთამაშე უარს იტყვის რუსეთის ნაკრებთან თამაშზე. საუბარია არაერთ წამყვან ფეხბურთელზე.
მათ გამოცემას დაუდასტურეს, რომ რუსეთთან მატჩზე ეროვნული გუნდის გამოძახებას არ უპასუხებენ.
რუსეთის და ბოსნიას შორის შეხვედრა სანტ-პეტებურგში 19 ნოემბერს არის დაგეგმილი.