ავტორიზაცია

VIDEO: რევანში შედგა - დორტმუნდი თავის ყოფილ მწვრთნელთან მის დებიუტშივე განადგურდა

თარიღი 10 სექ 2022, 19:25

ბუნდესლიგის მე-6 ტურში „ლაიპციგმა“ შინ „დორტმუნდი“ გაანადგურა.

შეხვედრა „რედ ბულ არენაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

„ლაიპციგში“ დებიუტი ჰქონდა „დორტმუნდის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, მარკო როზეს, რომელიც „ფუტკრებიდან“ გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს.

როგორც ჩანს, როზეს თავის ყოფილ გუნდზე რევანშის სურვილი ჰქონდა, რადგან დებიუტშივე 3:0 გაანადგურა - გოლები ორბანმა, სობოსლაიმ და ჰაიდარამ გაიტანეს.

ამრიგად, „ლაიპციგმა“ 8 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, „დორტმუნდი“ კი 12 ქულით მე-4 პოზიციაზეა.