ავტორიზაცია

VIDEO: ბაიერნმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი ვერ მოიგო - შემდეგი ლიგაზე ბარსელონასთან მატჩია

თარიღი 10 სექ 2022, 19:34

ბუნდესლიგის მე-6 ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ შინ „შტუტგარტს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „ალიანც არენაზე“ გაიმათა და ფრედ 2:2 დასრულდა.

36-ე წუთზე „ბაიერნი“ ტელის გოლით დაწინაურდა, 57-ზე ფუჰრიხმა ანგარიში გაათანაბრა, 60-ზე კი ჯამალ მუსიალამ მორიგი გოლი შეაგდო და თავისი გოლი კვლავ დააწინაურა.

როცა თითქოს „ბაიერნის“ გამარჯვება ახლოვდებოდა, 90+2 წუთზე არბიტრმა პენალტი დანიშნა, რომელიც გირასიმ გოლად აქცია და მიუნხენურ გუნდს ბუნდესლიგაში ზედიზედ მესამედ დააკარგვინა ქულები.

ამრიგად, ნაგელსმანმა შიდა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ფრე ითამაშა და არის შანსი, რომ ტურის ბოლოს პირველი ადგილიც დაკარგოს.

13 სექტემბერს „ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის ფარგლებში „ალიანც არენაზე" „ბარსელონას" უმასპინძლებს.