ავტორიზაცია

"ორი შანსი შექმნა, მაგრამ ერთი მაინც უნდა გამოეყენებინა "- ლუჩიანო სპალეტი კვარაცხელიაზე

"ორი შანსი შექმნა, მაგრამ ერთი მაინც უნდა გამოეყენებინა "- ლუჩიანო სპალეტი კვარაცხელიაზე
თარიღი 10 Sep 2022, 21:16

სერია A-ს მე-6 ტურში "ნაპოლიმ“ შინ "სპეცია“ მძიმე ბრძოლაში  დაამარცხა. შეხვედრა "დიეგო არმანდო მარადონაზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 89-ე წუთზე ჯაკომო რასპადორიმ გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 67 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი ჯოვანი სიმეონეს დაუთმო. 

მატჩის შემდგომ ნეაპოლური გუნდის თავკაცმა ლუჩიანო სპალეტიმ გამოუყენებელ მომენტებზე გაამახვილა ყურადღება.

"რამდენიმე მომენტი გვქონდა. ლოზანოს ჰქონდა რამდენიმე მომენტი, ასევე, კვარაცხელიამ მოახერხა ორი მომენტის შექმნა, მაგრამ მისი შესაძლებლობის და თვისებების მქონე ფეხბურთელს ერთი მაინც უნდა გამოეყენებინა",- თქვა სპალეტიმ.

შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები 18 სექტემბერს „სან-სიროზე“, ქვეყნის ჩემპიონის, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავენ.