VIDEO: ზუსტად ნაპოლის მსგავსად - ინტერმა ტორინოსთან მატჩი 89-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო
სერია ა-ს მეშვიდე ტურში „ინტერმა“ შინ „ტორინო“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „ჯუზეპე მეაცაზე“ გაიმართა და მასპინძელთა მძიმე გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი, ზუსტად ისევე როგორც „ნაპოლის“ მატჩში რასპადორიმ, 89-ე წუთზე მარსელო ბროზოვიჩმა გაიტანა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით „ინტერმა“ 12 ქულა დააგროვა და ლიდერ „ნაპოლისთან“ სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა, „ტორინო“ კი 10 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა.