"ყველაფერი სათამაშო ნომრით დაიწყო, მას ჩემ მიმართ პატივისცემა აკლდა", - მარსიალმა მოურინიოსთან კონფლიქტი გაიხსენა
„მანჩესტერის“ შემტევმა ანტონი მარსიალმა, ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტი გაიხსენა.
პირტუგალიელი ინგლისურ გუნდს 2016-2018 წლებში წვრთნიდა.
„ყველაფერი სათამაშო ნომრით დაიწყო. შვებულების დროს მან მომწერა და მკითხა, ხომ არ მირჩევნია, 11-ნომრიანი მაისური მოვირგო, რაც კარგი იქნებოდა, რადგან ეს ნომერი კლუბის ლეგენდას, რაიან გიგსს ეცვა.
მას ვუპასუხე, რომ გიგსს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ 9-ნომრის შენარჩუნება მირჩევნია. როცა კლუბში დავბრუნდი, ჩემი გვარი 11-ნომრიან მაისურზე დავინახე, ეს ისტორია ცუდად დასრულა. ის არასაკმარის პატივს მცემდა.
ის სულ მოკლე ფრაზებით მელაპარაკებოდა, რაც ცოტათი ჰგავდა იმას, რასაც ის „რეალში“ კარიმ ბენზემაზე ლაპარაკობდა. მას ასეთი პატარ-პატარა თამაშები მოსწონს, მაგრამ ისიც იცის, ვის შეიძლება ასე მოექცეს და ვის - არა.
მან იცოდა, რომ მაშინ 20 წლის ვიყავი და რაიმე რომ მეთქვა, უპატივცემლო ახალგაზრდად გამომაჩენდნენ.“ - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.