ავტორიზაცია

რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ?

რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა რაიო ვალეკანოს წინააღმდეგ?
თარიღი 11 სექ 2022, 09:54

ესპანეთის ლა ლიგის მეხუთე ტურში "ვალენსია“ "რაიო ვალეკანოსთან“ 1:2 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიშის მიუხედავად კარგი მატჩი ჩაატარა გიორგი მამარდაშვილმა, მან "ღამურების" კარი  5-ჯერ გადაარჩინა.

საქართველოს ნაკრების მეკარემ "Sofascore"-სგან 7.3 შეფასება დაიმსახურა.

No description available.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში 5 მატჩში 5 გოლი გაუშვა და კარი მშრალად შენახვა ერთხელ შეძლო. "ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 17 სექტემბერს, საკუთარ მოედანზე ვიგოს "სელტას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.