ავტორიზაცია

სალიჰამიჯიჩი: "სეზონი საუკეთესოდ ვერ დავიწყეთ, მინიმუმ 4 მოსაპოვებელი ქულა დავკარგეთ"

სალიჰამიჯიჩი: "სეზონი საუკეთესოდ ვერ დავიწყეთ, მინიმუმ 4 მოსაპოვებელი ქულა დავკარგეთ"
თარიღი 11 სექ 2022, 20:51

„ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ბუნდესლიგაში გუნდის შედეგები შეაფასა.

გერმანიის ჩემპიონი უკვე ზედიზედ 3 მატჩია ვერ იგებს - გუნდი ჯერ უნიონ ბერლინს დაუზავდა, შემდეგ გლადბახს, გუშინ კი შტუტგარტსაც ვერ მოუგო, რის შედეგადაც პირველი ადგილიც დაკარგა.

„სეზონი საუკეთესოდ ვერ დავიწყეთ, ეს მართალია. ვფიქრობ, როგორც მინიმუმ 4 მოსაპოვებელი ქულა ნამდვილად დავკარგეთ.

მიმაჩნია, რომ გლადბახის ბორუსია და შტუტგარტი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა.“ - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Bayern & Germany.

13 სექტერმბერს მიუნხენური გრანდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.