ავტორიზაცია

პოტერი ჩელსისთვის შესაფერისი მწვრთნელია, მაგრამ დრო სჭირდება - რატომ არის ლონდონელთა არჩევანი - იდეალური?

პოტერი ჩელსისთვის შესაფერისი მწვრთნელია, მაგრამ დრო სჭირდება - რატომ არის ლონდონელთა არჩევანი - იდეალური?
თარიღი 11 სექ 2022, 22:20

როგორც იცით, „ჩელსიში“ თომას ტუხელი „ბრაიტონის“ გენიოსმა ჩაანაცვლა.

ვინ არის გრემ პოტერი?

თუ პრემიერ ლიგის ქომაგები უკვე რამდენიმე წელია „ბრაიტონზე“ გიჟდებიან, ფეხბურთის სხვა მაყურებლებს კითხვა უჩნდებათ: „ვინ? ჰარი პოტერი?“ ფეხბურთელობისას, პოტერმა პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთხელ შემოიხედა, როცა 1996/97-წლებში „საუთჰემპტონში“ თამაშობდა, დანარჩენი კარიერა კი „იორკ სიტის“ და „მაკლსფილდ თაუნის“ ტიპის გუნდებში გაატარა, სანამ კარიერას 2005 წელს დაასრულება.

2011 წლამდე პოტერი ინგლისის საუნივერსიტეტო ფეხბურთში მუშაობდა, შემდეგ კი უეცრად შვედეთში გაემგზავრა და „ესტერსუნდი“ ჩაიბარა. რეალურად, ამ გუნდს პოტერის კანდიდატურა გრემ ჯონსმა (პოტერის ახლო მეგობარბა) და „სუონსის“ შტაბმა ურჩია, რომელთანაც შვედური გუნდი ამხანაგურ მატჩს მართავდა. 

ამ გუნდში მუშაობის შვიდ წელიწადში, ინგლისელმა კოუჩმა „ერტერსუნდი“ მე-4 დივიზიონიდან შვედეთის უმაღლეს ლიგამდე და ევროთასებამდე აიყვანა. 2017/18-ში პოტერის „ესტერსუნდი“ „არსენალს“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ რაუნდში შეხვდა და ორი მატჩის ჯამში 2:4 დამარცხდა.

ამის შემდეგ, პოტერი უკვე უშუალოდ „სოუნსიში“ დაპატიჟეს. მასთან ერთად, გუნდმა ჩემპიონშიპში მე-10 ადგილი დაიკავა, თუმცა დინამიურ ფეხბურთს აჩვენებდა და ბოლო ტურებამდე პლეი-ოფის ზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებდა. ამასთან ერთად, გუნდი ინგლისის თასის მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც „სიტის“ 2:0-საც უგებდა, თუმცა 2:3 წააგო.

მიუხედავად მარცხისა, მწვრთნელი პრემიერ ლიგის გუნდების რადარზე უმალვე მოხვდა. იმდროისთვის, „ბრაიტონი“ უმწვრთნელოდ დარჩა (კრის ჰიუტონი გაუშვეს) და კლუბმა „ესტერსუნდსა“ და „სუონსიში“ პოტერის მუშაობა მოიწონა. ასე, 44 წლის ინგლისელი „ამექსზე“ აღმოჩნდა.

„ბრაიტონმა“ პოტერთან ერთად ძალიან მოუმატა

კრის ჰიუტონის ბოლო სეზონში „ბრატიონი“ გადარჩენისთვის იბრძოდა და მე-17 ადგილი დაიკავა, თუმცა მოსალოდნელი ქულების (xPTS) შედეგით მე-18-ზე უნდა გასულიყო, მათზე უარესი მხოლოდ გავარდნილი „ფულემი“ და „ჰადერსფილდი“ იყვნენ. პოტერის პირველ სეზონში გუნდი 15-ზე გავიდა, მაგრამ მოსაპოვებელი ქულების მაჩვენებლით უკვე მე-13 პოზიციაზე გადაინაცვლა.

შემდეგი სეზონი „ბრაიტონისთვის“ ნამდვილად ფეთქებადი გამოვიდა. დიახ, პოტერი მხოლოდ მე-16 პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მოსალოდნელი ქულების რაოდენობით მეხუთე პოზიცია დაიკავა. მაშინ, „ბრაიტონს“ ზოგ მატჩში საშინლად არ უმართლებდა. თანაც, მწვრთნელმა ცუდ ფორმაში მყოფი მეკარე მეტ რაიანი რობერტ სანჩესზე გვიან შეცვალა. გუნდმა პრემიერ ლიგის უამრავი ნეიტრალური ქომაგის გული დინამიური და სწრაფი ფეხბურთით და ბურთის კონტროლით მოიპოვა. თანაც, კონტროლით მეტოქის ნახევარზე. „ბრაიტონის“ მე-16 პოზიცია - ბოლო წლების პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსია, რადგან პოტერის ბიჭებს ბევრი ტოპ-გუნდიც კი უფრთხოდა.

Челси, Грэм Поттер

2021/22-სეზონში „ბრაიტონმა“ ბურთის ფლობა გააუმჯობესა და პოტერთან ერთად დაგროვებული გამოცდილება მე-9 პოზიციად გადააქცია. გუნდი პრემიერ ლიგაში მაღალი პრესინგის ინტენსივობით მე-5 პოზიციაზე გავიდა და მხოლოდ „ჩელსის“, „ლიდსს“, „მან სიტის“ და „ლივერპულს“ ჩამორჩა.

მეტიც, „ბრაიტონმა“ პოტერთან ერთად კარგი შედეგებით თავისი ფეხბურთელების ფასიც გაზარდა. გუნდის ისტორიაში ტოპ-5 გაყიდვა სწორედ პოტერის ეპოქაში შედგა: მარკ კუკურელია „ჩელსიში“ (65.3 მლნ ევრო), ბენ უაიტი „არსენალში“ (58.5), ივ ბისუმა „ტოტენჰემში“ (29.2), დენ ბიორნი „ნიუკასლში“ (15) და ნილ მოპე „ევერტონში (11.8).

პოტენციურად, „ბრაიტონმა“ შეიძლება კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გაყიდოს, რომელიც უკვე ახალ დონეზე გადავიდა: სოლიდურ სატრანსფერო პოტენციალს ფლობენ ტროსარი, სანჩესი, უებსტერი, მვეპუ, ლემპტი და გარდა ამისა, კლუბი ნიჭიერებზე თვალის დევნებას დღემდე აგრძელებს. პოტერმა მართლაც კარგი შთამომავალი დატოვა.

„ჩელსის“ დიდი ცვლილებები არ დასჭირდება

ჯერ კიდევ „ბრაიტონში“ პოტერმა დაგვანახა, რომ შეზღუდული რესურსებით მუშაობის მართვაც კარგად გამოსდის და ბაზარზე გაძლიერებასაც სწორად არჩევს. „ჩელსი“ სატრანსფერო კამპანიას ტუხელისთვის ახორციელებდა, მაგრამ უცებ მწვრთნელი ყინვაზე მოისროლა.

რა უნდა ქნან? როგორ მიაღწევს ახალი მწვრთნელი შედეგებს სხვისი ფეხბურთელებით? ეს სრულიად სამუშაო ამბავია პოტერისთვის, რომელიც „ბრაიტონში“ სამი ცენტრალური მცველით თამაშობდა და ბურთის ფლობასა და მაღალ პრესინგზე აკეთებდა აქცენტს.

ტუხელისგან პოტერი ფეხბურთისადმი ავანტიურული მიდგომით და მთელი გუნდისთვის ფართო ტაქტიკური შესაძლებლობებით განსხვავდება. საუბარია მეტოქეზე მორგებასა და ცვლილებების მეტოქიდან გამომდინარე შეცვლაზე. კერძოდ, პირველ ტურში „ემიუსთან“ „ბრაიტონმა“ მოულოდნელად ბევრი გრძელი პასით და დიდი ზეწოლით ითამაშა, რაც პოტერისთვისაც კი უცნაური იყო. ამან შედეგი გამოიღო - „ბრაიტონმა“ 2:1 მოიგო. სხვა მატჩებში, გუნდი უფრო ჩვეულ სტილს მიმართავდ,ა მაგრამ პოტერი ცალკეულ დეტალებს მაინც აკორექტირებდა და ცვლილებები შეჰქონდა.

Челси, Грэм Поттер

საინტერესოა,რ ომ „ჩელსის“ ახლა პოტერისთვის საჭირო არსენალი გააჩნია. თუ წარმოვიდგენთ „ბრაიტონს“, მაგალითად, მოპე/უელბეკის ნაცვლად ობამეიანგით, პასკალ გროსის ნაცვლად მეისონ მაუნტით და ლიუის დანკის ნაცვლად უესლი ფოფანათი - ეს გუნდი უძლიერესი პოტენციალის მატარებელი იქნებოდა.

ამიტომ, „ჩელსის“ ქომაგებმა არ უნდა ინერვიულონ - დიახ, ტოდ ბოელიმ იცოდა, რამხელა რისკზე მიდიოდა ტუხელის გაშვებით, მაგრამ მან საკმარისად მოიფიქრა და ადეკვატური მწვრთნელი მოიყვანა და არა მოსაწყენი პოჩეტინო.