ავტორიზაცია

იკერ კასილასმა მოქმედი მეკარეებს შორის TOP 5 დაასახელა

იკერ კასილასმა მოქმედი მეკარეებს შორის TOP 5 დაასახელა
თარიღი 12 სექ 2022, 00:35

მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ იკერ კასილასმა, მისი აზრით, მოქმედი მეკარეებისგან შედგენილი საუკეთესო ხუთი მეკარე დაასახელა.

ესპანელმა პირველ ადგილზე "ბლანკოსის" ამჟამინდელი პირველი ნომერი ტიბო კურტუა დაასახელა. მეორე ადგილზე მანჩესტერ "სიტის" ბრაზილიელი მეკარე ედერსონ მორაეში გაიყვანა.

მესამე ადგილზე მადრიდის "ატლეტიკოს" სლოვენიელი კარის დარაჯი იან ობლაკი გახლავთ. მეოთხე ადგილზე "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენია. სიაში მეხუთე ადგილზე მიუნჰენის ბაიერნის მეკარე მანუელ ნოიერია.

შეგახსენებთ, რომ იკერ კასილიასი არის ლა ლიგის ხუთგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის და 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონატების გამარჯვებული. 2020 წლის 4 აგვისტოს ესპანელმა კარიერა გულის პრობლემების გამო დაასრულა.