ავტორიზაცია

ბაიერნის ფეხბურთელთა ნაწილი ნაგელსმანის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს

ბაიერნის ფეხბურთელთა ნაწილი ნაგელსმანის მუშაობას სკეპტიკურად უყურებს
თარიღი 12 სექ 2022, 10:42

მიუნჰენის "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი, რომელთა ვინაობა უცნობია, სკეპტიკურადაა განწყობილი გუნდის მთავარი მწვრთნელის იულიან ნაგელსმანის ტაქტიკურ გადაწყვეტილებების მიმართ. 

ცნობილი გერმანული გამოცემა Bild-ი შიდა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "შტუტგარტთან" (2:2) მატჩის შემდეგ, მწვრთნელის მიმართ რამდენიმე ფეხბურთელი განაწყენებული იყო.

მიზეზი ის გალავთ, რომ ნაგელსმანმა მხოლოდ ფეხბურთელები გააკრიტიკა და არაფერი უთქვამს მის მიერ არჩეულ ტაქტიკაზე.

მიუნჰენურმა გუნდმა გერმანიის ჩემპიონატში ზედიზედ სამი ფრე ითამაშა დაექვსი ტურის შემდეგ მესამე ადგილზეა. 

"ბაიერნი" შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარებს.