ავტორიზაცია

ბაიერნის პრეზიდენტი ლევანდოვსკიზე: "იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები მას თბილად შეხვდებიან"

ბაიერნის პრეზიდენტი ლევანდოვსკიზე: "იმედი მაქვს, ჩვენი გულშემატკივრები მას თბილად შეხვდებიან"
თარიღი 12 სექ 2022, 12:36

მიუნჰენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ისაუბრა.

პოლონელი "ბლაუგრანას" სეზონის დაწყებამდე სწორედ "ბაიერნიდან" შეუერთდა. თავდამსხმელმა უარი თქვა მიუნჰენურ გუნდში თამაშზე და წასვლის უფლება მოითხოვა.

"ეს ყველაფერი უკვე წარსულია. ბაიერნი და რობერტი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ, განვიხილეთ ყველაფერი, არანაირი პრობლემა არაა. ჩვენ სიამოვნებით შევხვდებით მას. იმედი მაქვს ბაიერნის გულშემატკივრები მას ტბილად შეხვდებიან. მან ჩვენი კლუბის მაისურით რვა წელი ითამაშა, ბევრი შეხვედრა ჩაატრა და მატჩების ბედს წყვეტდა. მას ბევრი დიდი ტურნირი აქვს მოგებული.

საბოლოოდ, ყველამ მიიღო ის, რაც სურდა. რობერტი ბარსელონაში გადავიდა, კატალონიელები ბედნიერები არიან, რომ მათ მიიღეს ის და ჩვენ მივიღეთ ფული მომავალში ინვესტიციისთვის. ყველა კმაყოფილი უნდა იყოს შედეგით ",- თქვა ჰაინერმა.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში 5 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.