ავტორიზაცია

"ბარსა აღარაა ისეთი, როგორიც ჩვენი წინა 3-4 შეხვედრის დროს"- იულიან ნაგელსმანი

"ბარსა აღარაა ისეთი, როგორიც ჩვენი წინა 3-4 შეხვედრის დროს"- იულიან ნაგელსმანი
თარიღი 12 სექ 2022, 17:06

მიუნჰენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

მისი განცხადებით "ბლაუგრანა" სულ სხვა გუნდია, ვიდრე ბოლო 3-4 დაპირისპირების დროს იყო.

"რა თქმა უნდა, ბარსელონას კარგად ვიცნობ. მათ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გააფორმეს - მაგალითად, ლევანდოვსკი. ახლა ეს სრულიად განსხვავებული გუნდია, ვიდრე ბაიერნის წინააღმდეგ ბოლო 3-4 მატჩში ვნახეთ.

ბარსელონა თამაშობს აგრესიულად და თავს იცავს მაღალი ხაზით, იქ თამაშობენ ისეთი ნახევარმცველები, როგორიც გავი და პედრია. ერთი რამ ფაქტია, რთული თამაში გველოდება. 

ბევრ პოზიციაზე უკვე მიღებულია გადაწყვეტილება და ვიცით ვინ ითამაშებს. ლუკა ერნანდესი დაიწყებს, მაგრამ ჯერ არ ვიცი, ვინ ითამაშებს მის გვერდით. უპამეკანო ხშირად თამაშობდა ლევანდოვსკის წინააღმდეგ და ყოველთვის კარგად იცავდა მის წინააღმდეგ. მაგრამ მისი თამაშის გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია“, - განაცხადა ბაიერნის მწვრთნელმა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში ბაიერნი  ბარსელონას "ალიანს არენაზე" დაუპირისპირდება.