ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის სამი მატჩი გადაიდო, შვიდი კი ჩატარდება - სრული განრიგი

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის სამი მატჩი გადაიდო, შვიდი კი ჩატარდება - სრული განრიგი
თარიღი 12 სექ 2022, 21:11

დედოფალი ელისაბედ II-ს გარდაცვალების გამო, პრემიერ ლიგის მერვე ტურის სამი მატჩი გადაიდო, შვიდი კი ჩატარდება.

„ჩელსი“ – „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლიდსი“ უახლოეს უიქენდზე არ გაიმართება. ეს შეხვედრები 18 სექტემბერზე იყო ჩანიშნული და მათი გადადება ელისაბედ მეორეს დაკრძალვისთვის მოსამზადებელი ცერემონიების გამო გახდა საჭირო.

გახდა ამისა, გადაიდო ასევე „ბრაიტონი“ – „კრისტალ პალასის“ დაპირისპირებაც, რის შესახებაც ჯერ კიდევ წინა კვირას გაირკვა. ამ მატჩის გადადება რკინიგზის თანამშრომელთა გაფიცვას უკავშირდება.

დანარჩენი შვიდივე შეხვედრა გეგმიურად გაიმართება.

პრემიერ ლიგის მე-8 ტურის განრიგი:

პარასკევი, 16 სექტემბერი:

„ასტონ ვილა“ – „საუთჰემპტონი“ (23:00)

„ნოტიმგენი“ – „ფულემი“ (23:00)

შაბათი, 17 სექტემბერი

„ვულვზი“ – „სიტი“ (15:30)

„ნიუკასლი“ – „ბორნმუთი“ (17:00)

„ტოტენჰემი“ – „ლესტერი“ (20:30)

კვირა, 18 სექტემბერი

„ბრენტფორდი“ – „არსენალი“ (15:00)

„ევერტონი“ – „ვესტ ჰემი“ (17:15).

შეგახსენებთ, რომ 96 წლის დედოფლის გარდაცვალების გამო, ინგლისში პრემიერ ლიგის მეშვიდე ტური სრულად გადაიდო.