FIFA 23-ის საუკეთესო ფეხბურთელები გამოქვეყნდა - ვის აქვს ყველაზე მაღალი რეიტინგი თამაშში?

EA-მ FIFA 23-ის 23 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
წლევანდელ თამაშში მაქსიმალური რეიტინგი 91-ა, რომელიც ერთბაშად ხუთ ფეხბურთელს ერგოთ: კარიმ ბენზემას, რობერტ ლევანდოვსკის, კილიან მბაპეს, კევინ დე ბრუინს და ლეო მესის.
შემდეგ უკვე მოდიან სალაჰი, ვან დეიკი, რონალდუ, კურტუა და ნოიერი, რომელთა რეიტინგიც 90-ს შეადგენს.
საინტერესოა, რომ წინა სეზონის შემდეგ, ტოპ-ხუთეულიდან რეიტინგი მხოლოდ კარიმ ბენზემას მოემატა: ფიფა 22-ში ის 89 იყო, წელს კი 91-ია.
რობერტ ლევანდოვსკის ერთი რეიტინგი დააკლდა, ლეო მესის - ორი, კილიან მბაპე და დე ბრუინი კი იგივე რეიტინგით დარჩნენ.
ალბათ დაგაინტერესებთ და გეტყვით, რომ რონალდუს რეიტინგი ფიფა 22-ში 91 იყო, წელს კი ერთით დაიკლო.