ავტორიზაცია

მიულერი: "ბოლო ათი დღეა მანე მეხუმრება, შემთხვევით პასი ლევანდოვსკის არ მისცეო"

მიულერი: "ბოლო ათი დღეა მანე მეხუმრება, შემთხვევით პასი ლევანდოვსკის არ მისცეო"
თარიღი 12 სექ 2022, 22:34

„ბაიერნის“ ნახევარმცველმა თომას მიულერმა „ბარსელონასთან“ მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრა.

გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხვალ, 13 სექტემბერს, 23:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

„ბოლო ათი დღეა სადიო (მანე) მეხუმრება, ფრთხილად ვიყო და შემთხვევით პასი ლევანდოვსკის არ მივცე.

ხვალ საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ და ლევიზე ზედმეტი ყურადღება არ გავამახვილოთ. გვსურს, ორთაბრძოლები ჩვენი წარმატებით დავასრულოთ. ბუნდესლიგაში ახლახანს ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც თავს კარგად იცავდა. 

ვფიქრობ, ხვალინდელი თამაში ნეიტრალურ გულშემატკივარს განსაკუთრებით მოეწონება.

ჩემი კავშირი ლევანდოვსკისთან წლების მანძილზე ვითარდებოდა. თუმცა, ახლა წინ ძალიან ბევრი სხარტი ფეხბურთელი გვყავს და ერთადერთი ტარგეტმენით აღარ ვთამაშობთ. მეტოქემ არ იცის, ვისგან ელოდოს ხიფათს, მაგრამ ეს სწორად უნდა გამოვიყენოთ.“ - აღნიშნა გერმანელმა ფეხბურთლმა.