ავტორიზაცია

კუნდე: "ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ბაიერნს ჯგუფში ორივე მატჩი მოვუგოთ"

კუნდე: "ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ბაიერნს ჯგუფში ორივე მატჩი მოვუგოთ"
თარიღი 12 სექ 2022, 22:37

ჟულ კუნდე ფიქრობს, რომ „ბარსელონას“ „ბაიერნთან“ მხოლოდ ერთი კი არა, ჯგუფური ეტაპის ორივე მატჩის მოგებაც შეუძლია.

„ვიცით, რომ „ბაიერნი“ ყველა ხაზში ძალიან ძლიერია, ეს ჩემპიონი გუნდია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგად ვითამაშებთ. ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ მათ ორივე მატჩი მოვუგოთ და საკუთარი თავის გვჯერა.

წაგებას ვერ ვიტან. მგონი, ეს ბავშვობიდან მომყვება. „ბარსამ“ რამდენიმე კარგი ტრანსფერი განახორციელა და ახლა ქომაგები ძალიან ამაღლებულ განწყობაზე არიან.“ - აღნიშნა ფრანგმა მცველმა.

პირველ მატჩს „ბაიერნსა“ და „ბარსელონას“ შორის ხვალ, 13 სექტემბერს, სტადიონი „ალიანც არენა“ უმასპინძლებს.