ავტორიზაცია

არაუხო: "ადრე ლევანდოვსკის ბარსელონასთვის ბევრი ზიანი მოჰქონდა"

არაუხო: "ადრე ლევანდოვსკის ბარსელონასთვის ბევრი ზიანი მოჰქონდა"
თარიღი 12 სექ 2022, 23:54

„ბარსელონას“ მცველმა, რონალდ არაუხომ „ბაიერნთან“ მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ეს რთული ტურნირია, სადაც სერიოზული მეტოქეები გხვდებიან და „ბაიერნი“ ერთ-ერთი მათგანია, ჩვენ კარგად მოვემზადეთ. უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენც შესანიშნავი გუნდი ვართ. დარწმუნებული ვარ, გოლის გატანაც შეგვიძლია და საკუთარი კარის მშრალად შენახვაც.

რაც შეეხება ლევანდოვსკის, ყველამ ვიცით, რა თვისებებს ფლობს ის. ადრე რობერტს მოედანზე ჩვენთვის დიდი ზიანი მოჰქონდა და ახლა ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი დახმარება შეუძლია.“ - აღნიშნა ურუგვაელმა მცველმა.

მატჩი „ბაიერნი“ – „ბარსელონა“ ხვალ, 13 სექტემბერს, „ალიანც არენაზე“ გაიმართება.