ავტორიზაცია

10-ჯერ გაზრდილი ხელფასი - მამარდაშვილი ვალენსიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

10-ჯერ გაზრდილი ხელფასი - მამარდაშვილი ვალენსიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს
თარიღი 13 სექ 2022, 17:13

ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიასთან" ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

MARCA-ს ცნობით, განახლებული კონტრაქტის შედეგად 21 წლის ქართველი მეკარის ხელფასი 10-ჯერ გაიზრდება. 

ასევე, მისი ტრანსფერის გამოსყიდვის მსურველ გუნდს, 20 მილიონის ნაცვლად 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ის განახლების კონტრაქტი, რომელიც მაისის ბოლოს იყო გაფორმებული, ჯერ არ შესულა ძალაში . ამან გარკვეული ეჭვები გააჩინა, მაგრამ კლუბმა მალევე მიიღო გადაწყვეტილება მისი გააქტიურების შესახებ და ეს ახარებს მეკარეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე ლა ლიგის გათამაშებაში ხუთი შეხვედრა ჩაატრა და კარის მშრალად შენახვა პირველ ტურში "ხირონასთან" შეძლო.