ავტორიზაცია

"ხვიჩა განსაკუთრებულია და ფრთხილად უნდა ვიყოთ"- ვან ბრონხორსტი კვარაცხელიაზე

"ხვიჩა განსაკუთრებულია და ფრთხილად უნდა ვიყოთ"- ვან ბრონხორსტი კვარაცხელიაზე
თარიღი 13 სექ 2022, 21:26

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სტუმრად "რეინჯერსს" ესტუმრება.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე შოტლანდიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯოვანი ვან ბრონხორსტმა სხვა თემებთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

მისი აზრით ქართველი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან ვისაც "რეინჯერსი" ყველაზე მეტად უნდა უფრთხილდეს.

"ნამდვილად რთული გვარი აქვს, თუმცა ძლიერია, სწრაფი და ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, ვისაც უნდა ვუფრთხოდეთ. ის განსაკუთრებული მოთამაშეა და ამიტომ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და მისი შეჩერება უნდა ვცადოთ", - თქვავან ბრონხორსტმა.