ავტორიზაცია

VIDEO: სანახაობრივი მატჩი ალიანს არენაზე: ბაიერნმა ბარსელონა დაამარცხა

თარიღი 14 სექ 2022, 01:04

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დღის ცენტრალური მატჩი "ბაიერნსა" და "ბარსელონას" შორის შედგა.

ალიანს არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა სანახაობრივი მატჩი იხილა.

მომენტები ორივე გუნდის კართან იყო, თუმცა რეალიზება მხოლოდ რეკორდმაისტერმა შეძლო და შინ 2:0 გაიმარჯვა.

ანგარიში ერნანდესმა გახსნა, საბოლოო წერტილი კი ლეროი სანემ დასვა.