ავტორიზაცია

როდის დასრულდება ეს სერია? - ბარსელონას საშინელი სტატისტიკა ბაიერნთან

როდის დასრულდება ეს სერია? - ბარსელონას საშინელი სტატისტიკა ბაიერნთან
თარიღი 14 სექ 2022, 01:41

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

კატალონიელების კატასტროფული სერია რეკორდმაისტერის წინააღმდეგ კვლავ ძალაშია.

გარდა იმისა, რომ "ბაიერნმა" "ბარსელონას" უკვე მე-10 მატჩი მოუგო, გოლებში სხვაობა აშკარაა.

კერძოდ, "ბაიერნის" მიერ "ბარსელონას" კარში ბოლო 30 დარტყმიდან 16 გოლი გავიდა, თან ამისთვის რეკორდმაისტერს მხოლოდ 4 მატჩი დასჭირდა.