ბაიერნის პრეზიდენტმა ლევანდოვსკის დასცინა: "დავინახეთ, რომ მისი გული მაინც აქაა"
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნი" შინ "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
კატალონიელთა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ პირველ ნახევარში ორი რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.
"დღეს გამოჩნდა, რომ ლევანდოვსკის გული კვლავ ჩვენთანაა", - ასეთი განცხადება გააკეთა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა გამარჯვების შემდეგ.
მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს ლევანდოვსკი "ბარსელონაში" სწორედ გერმანული კლუბიდან გადავიდა.