ავტორიზაცია

"რის ხარჯზე მოვუგეთ ბარსელონას?" - ნაგელსმანის კომენტარი

"რის ხარჯზე მოვუგეთ ბარსელონას?" - ნაგელსმანის კომენტარი
თარიღი 14 სექ 2022, 02:01

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერნი" "ბარსელონას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ კომენტარი რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა გააკეთა.

"პირველ ტაიმში ბარსელონა კარგად თამაშობდა და რამდენჯერმე გადავრჩით, მეორე ნახევარში კი უპირატესობა ჩვენი იყო და ეს შედეგზეც აისახა.

მანეს თამაშით კმაყოფილი ვარ. მან ახალ პოზიციაზე ითამაშა, სადაც ლივერპულის შემდეგ არ უთამაშია და თავი კარგად გაართვა.

რის ხარჯზე მოვუგეთ მეტოქეს? მომენტების რეალიზებით. გოლის გატანა ორივეს შეგვეძლო, თუმცა ჩვენ გამოვიყენეთ", - განაცხადა ნაგელსმანმა.