ავტორიზაცია

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?

როგორი იქნება ნაპოლის შემადგენლობა დღევანდელ მატჩში?
თარიღი 14 სექ 2022, 11:31

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის A  ჯგუფის შეხვედრაში "ნაპოლი" სტუმრად "რეინჯერსს" დაუპირისპირდება.

უკვე ცნობილია, რომ ნეაპოლურ გუნდს ტრავმების გამო დიეგო დემე, ვიქტორ ოსიმენი და ირვინგ ლოზანო დააკლდება.

Sky მატჩამდე თავისი ვერსიით "ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობას ავრცელებს. 

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 23:00 საათზე დაიწყება.