ავტორიზაცია

"ეს მის წინა გუნდებშიც ვიხილეთ", - დავიდ სილვა ერლინგ ჰოლანდზე

"ეს მის წინა გუნდებშიც ვიხილეთ", - დავიდ სილვა ერლინგ ჰოლანდზე
თარიღი 14 სექ 2022, 20:44

დავიდ სილვამ ერლინგ ჰოლანდის ბომბარდირული თვისებები გამოარჩია.

„მან სიტიმ სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ერლინგ ჰოლანდი ბევრ გოლს იტანს, რაც გუნდისთვის ცხადია ძალიან კარგია.

ის ისეთ თამაშებშიც ახერხებს გოლების გატანას, რომლებშიც კარისკენ მიმავალი გზის გაჩარხვა ორმაგად რთულია ხოლმე.

ერლინგი დაბადებულია ბომბარდირად, რაც მის წინა კლუბებშიც დავინახეთ და აქ, დარწმუნებული ვარ, ის დიდ წარმატებას მიაღწევს.“ - აღნიშნა „სოსიედადის“ ექს-ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 სექტემბერს, 23:00 საათზე ჰოლანდი თავის ყოფილ გუნდს, დორტმუნდის „ბორუსიას“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დაუპირისპირდება.