ავტორიზაცია

მანე: "გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ მე პირადად გაცილებით უკეთ შემიძლია, ეს მეც ვიცი"

მანე: "გუნდმა ფანტასტიკურად ითამაშა, მაგრამ მე პირადად გაცილებით უკეთ შემიძლია, ეს მეც ვიცი"
თარიღი 14 სექ 2022, 21:11

სადიო მანემ „ბაიერნი“ – „ბარსელონას“ დაპირისპირებას ფანტასტიკური უწოდა.

„ალიანც არენაზე“ გამართული შეხვედრა გუშინ მიუნხენური გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა, გოლები ლუკას ერნანდესმა და ლეროი სანემ გაიტანეს.

„ჩვენი გუნდის თამაში ფანტასტიკური იყო, დღეს კარგად ვუპასუხეთ მიღებულ გამოწვევას და ამის კეთებას შაბათსაც გავაგრძელებთ.

მე თითქმის მთელი ცხოვრებაა მარცხნიდან ვთამაშობ, ამიტომ პოზიციის ცვლილება ჩემთვის პრობლემა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთ შემიძლია თამაში, ეს მეც კარგად ვიცი.“ - აღნიშნა „ბაიერნის“ შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ მანე „ბაიერნში“ „ლივერპულიდან“ ამ ზაფხულს გადავიდა.