ავტორიზაცია

VIDEO: მილანმა ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა

თარიღი 14 სექ 2022, 22:38

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „მილანმა“ შინ „დინამო ზაგრები“ დაამარცხა.

შეხვედრა „სან სიროზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

45-ე წუთზე „მილანი“ ოლივიე ჟირუს გოლით დაწინაურდა, რომელმაც პენალტი შეასრულა ზუსტად. მეორე ტაიმის სტარტზევე სალემაკერსმა სხვაობა ორამდე გაზარდა, „დინამომ“ კი 56-ზე მოახერხა ორშიჩის გოლით თამაშში დაბრუნება.

საბოლოო წერტილი კი 77-ე წუთზე პობეგამ დასვა, რომელმაც „მილანს“ ჩემპიონთა ლიგაზე სეზონის პირველი გამარჯვება მოუტანა.