VIDEO: სჯობს გვიან - რეალმა ბერნაბეუზე ლაიპციგი დაამარცხა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის „რეალმა“ შინ გერმანული „ლაიპციგი“ დაამარცხა.
„სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართული შეხვედრა მადრიდულმა გუნდმა 2:0 ფედე ვალვერდეს (80’) და მარკო ასენსიოს (91’) გოლებით იმარჯვა.
ამრიგად, „რეალმა“ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, „ლაიპციგმა“ კი ზედიზედ მე-2 მატჩი დათმო და 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.