ავტორიზაცია

VIDEO: ზალცბურგმა გრემ პოტერს ჩელსიში დებიუტი ჩააშხამა - ლონდონელები ლიგაზე კვლავ ვერ იგებენ

თარიღი 15 სექ 2022, 00:56

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „ჩელსიმ“ შინ „ზალცბურგს“ ვერ მოუგო.

შეხვედრა „სტემფორდ ბრიჯზე“ გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.

აღნიშნულ მატჩში დებიუტი ჰქონდა ლონდონელთა ახალ მწვრთნელს გრემ პოტერს, რომელსაც წარმატებით კარიერის დაწყება არ გამოუვიდა.

48-ე წუთზე რაჰიმ სტერლინგმა ანგარიში გახსნა, 75-ზე კი ოკაფორმა გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, „ჩელსიმ“ 1 ქულა დააგროვა და ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, „ზალცბურგი“ კი 2 ქულით მესამეზეა.