ავტორიზაცია

VIDEO: ნაპოლი კვლავ დაფრინავს - იტალიელებმა რეინჯერსი გაანადგურეს და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდნენ

თარიღი 15 სექ 2022, 00:57

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „რეინჯერსი“ 3:0 გაანადგურა.

სამივე გოლი ნეაპოლურმა გუნდმა მეორე ნახევარში გაიტანა. 68-ზე ანგარიში მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან გახსნა 85-ზე რასპადორიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, 90+1-ზე კი ნდომბელემ წერტილი დასვა.

ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნულ შეხვედრაში პირველი პენალტი მოიპოვა - ბურთი „რეინჯერსის“ მცველს ხელში სწორედ ქართველის დარტყმის შემდეგ მოხვდა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 6 ქულა დააგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, „რეინჯერსი“ კი 0 ქულით ბოლო პოზიციაზეა.