VIDEO: ჰოლანდმა არც თავისიანების დანდობა იცის - სიტიმ დორტმუნდს ნორვეგიელის აკრობატული გოლით მოუგო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „სიტიმ“ შინ „დორტმუნდს“ საბრძოლო მატჩი მოუგო.
„ეტიჰადზე“ გამართული შეხვედრა მანჩესტერული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ანგარიში 56-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა გახსნა, 80-ზე ჯონ სტოუნსმა ბრწყინვალე გასროლით მოახერხა ტაბლოზე წონასწორობის აღდგენა, გამარჯვების გოლი კი ერლინგ ჰოლანდმა ულამაზესად, აკრობატულ სტილში შეაგდო.
ამრიგად, „სიტიმ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „დორტმუნდი“ კი 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.