ავტორიზაცია

VIDEO: ჰოლანდმა არც თავისიანების დანდობა იცის - სიტიმ დორტმუნდს ნორვეგიელის აკრობატული გოლით მოუგო

თარიღი 15 სექ 2022, 00:57

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „სიტიმ“ შინ „დორტმუნდს“ საბრძოლო მატჩი მოუგო.

„ეტიჰადზე“ გამართული შეხვედრა მანჩესტერული გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში  56-ე წუთზე ჯუდ ბელინგემმა გახსნა, 80-ზე ჯონ სტოუნსმა ბრწყინვალე გასროლით მოახერხა ტაბლოზე წონასწორობის აღდგენა, გამარჯვების გოლი კი ერლინგ ჰოლანდმა ულამაზესად, აკრობატულ სტილში შეაგდო. 

ამრიგად, „სიტიმ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერი გახდა, „დორტმუნდი“ კი 3 ქულით მეორე პოზიციაზეა.