ავტორიზაცია

VIDEO: რა ეშველება იუვენტუსს? გუნდმა ჯგუფში მეორე მატჩიც წააგო

თარიღი 15 სექ 2022, 00:59

„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩში შინ „ბენფიკასთან“ დამარცხდა.

„ალიანც სტედიუმზე“ გამართული შეხვედრა ლისაბონური გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მე-4 წუთზე ტურინელები მილიკის გოლით დაწინაურდნენ, თუმცა 43-ზე ჟოაო მარიომ (პენალტი) და 55-ზე დავიდ ნერეშმა ორი გოლით მოახერხეს პასუხის გაცემა და დღის სენსაციაც გამოაცხვეს.

ამრიგად, „ბენფიკამ“ ამ სეზონის მოგებების სერია (8/8) გააგრძელა, „იუვენტუსი“ კი 2 ტურის შემდეგ ჯგუფში 0 ქულითაა.