ავტორიზაცია

VIDEO: ვარსკვლავური ტრიო საქმეშია! პსჟ-მ მაკაბის დამაჯერებლად მოუგო

თარიღი 15 სექ 2022, 01:10

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში „პსჟ-მ“ სტუმრად „მაკაბი ჰაიფა“ დაამარცხა.

შეხვედრა ჰაიფაში გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„პსჟ-ს“ რიგებში გოლები მესიმ, მბაპემ და ნეიმარმა გაიტანეს, ანგარიში კი 24-ე წუთზე მასპინძლებმა, ჩერის გოლით გახსნეს. 

ამრიგად, „პსჟ-მ“ ჯგუფში 6 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია, „მაკაბის“ კი „იუვენტუსის“ მსგავსად 0 ქულა აქვს და ბოლო პოზიციაზეა.